კიკნაძე თამარ ივანეს ასული

თ. კიკნაძე
თ. კ ი კ ნ ა ძ ე
ეპროსინეს როლში, დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"

კიკნაძე თამარ ივანეს ასული (8. I. 1906, თბილისი, – 3. XI. 1993, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1924 დაამთავრა თბილ. პროლეტკულტის დრამ. სტუდია. 1924–28 მუშაობდა თბილ. მუშათა თეატრში, 1928–29 – ჭიათურის, 1930–32 – ფოთის, 1933–38 – თბილ. მუს. კომედიის, 1938-იდან – ქუთაისის სახელმწ. თეატრებში. კ-ის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოწიას მეუღლე (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), ეკა (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“), ბიანკა, გონერილა (უ. შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“ და „მეფე ლირი“), რუქაია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), კაკალა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ვარდო (გ. მდივნის „ვარდო“) და სხვ. კ-ის ნაყოფიერი სასცენო მოღვაწეობის უმთავრესმა პერიოდმა განვლო ქუთაისის დრამ. თეატრის სცენაზე, სადაც ითვლებოდა დასის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად.