კიკნაძე თამარ რევაზის ასული (დ. 10. VII. 1959, თბილისი), პოლიტოლოგი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2000).
დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი (1982_87), თბილ. ბიზნეს-სკოლა (1988_89), მოსკოვის დიპლომატიური აკადემია (1995_97). სამეცნიერო კვლევა დაიწყო (1993–1995) თსუ-ში და გააგრძელა მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში (1997_2000). იკვლევდა ეთნოკონფესიური ურთიერთობების ევოლუციას კვიპროსის მაგალითზე და სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაციის გენდერულ ასპექტებს. სამეცნიერო კვლევას აწარმოებდა ბუდაპეშტის ეკონომიკის სკოლაში (1993), რათჰერის (ნიუ-ჯერსი, აშშ) უნ-ტში (2004).
კ. იყო თსუ-ის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი (1993–95), პოლიტ. კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი (1999–2007); შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის ბიზნესის მართვისა და სოც. მეცნ. ფაკ-ტის დეკანი (2004–11), კავკასიის საერთაშ. უნ-ტის პროფესორი, პოლიტ. მეცნ. სადოქტორო პროგრამის, საერთაშ. ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის, პოლიტიკური კვლევების ინ-ტის ხელმძღვანელი (2011); შავი ზღვის უნ-ტის პროფესორი (2009–11), სტუ-ის პოლიტიკის და საერთაშ. ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი (2021). არის სხვადასხვა საერთაშ. ორგანიზაციის, საზ-ბის, სამეცნ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი და სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
თხზ.: ქალი და პოლიტიკა, პოლიტოლოგია, თბ. 2003, გენდერი - სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი, თბ. 2006; Образ женщины в религии и политике, Религия. История и современность. Учебник для вузов, М. 1998; Истоки социально-политического неравенства; Женщина и религия, Тб. 1999; Гендерный аспект социально-культурной и духовной трансформации современного общества, М. 2002, Гендерный аспект социально-культурной и духовной трансформации современного общества. Изд. Социально-гуманитарные знания, М. 2002.