კიკნაძე ლევან გიორგის ძე

კიკნაძე ლევან გიორგის ძე (დ. 12. IX. 1946, ხარაგაული), გენერალ-მაიორი (2000). 1969 დაამთავრა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი; 1979 – უშიშროების ხელმძღვანელი შემადგენლობის სპეც. კურსები (მოსკოვი); 1997, 1999 – საგარეო დაზვერვის სპეც. კურსები (მიუნხენი). 1990–94 იყო აფხაზეთის არ უშიშროების კომიტეტის თავ-რის მოადგილე, 1997–99 – საქართვ. დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის აფხაზეთის არ დაზვერვის სამმართველოს უფროსი, 1999–2000 – საქართვ. დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე; 2000–01 – აფხაზეთის არ მინისტრთა საბჭოს თავ-რის I მოადგილე. 2001–04 – აფხაზეთის არ უშიშროების მინისტრი; 2004–07 – საქართველოს შსს კონტრდაზვერვის აფხაზეთის არ მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007-იდან თადარიგშია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (1999) და ღირსების (2004) ორდენებით.

ლ. დოლიძე