კიკნაძე მიხეილ გერონტის ძე

კიკნაძე მიხეილ გერონტის ძე [30. V. 1905, პატარა ხარაგაული (ყოფ. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში), – 4. III. 1973, მოსკოვი], საბჭოთა გენერალ-მაიორი (1944), არტილერისტი. II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1929 დაამთავრა მეთაურთა გაერთ. ქართული სამხ. სკოლის არტილერიის განყ-ბა, 1932 – ქ. სევასტოპოლის საზენიტო, შემდეგ კი – უმაღლესი საარტილერიო კურსები. 1938-იდან იყო საარტილერიო პოლკის, მოსკოვის ზონის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო პოლკის (1941–43), პირველი გვარდიული საზენიტო დივიზიის (1943–45) მეთაური, მოსკოვის რ-ნის საჰაერო დაცვის სარდლის მოადგილე (1950–54). 1960-იდან თადარიგში გავიდა. ავტორია ავტობიოგრ. თხზულებისა „ქართველი ჯარისკაცი“ ( თბ., 1973). დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

ლ. დოლიძე