კიკნაძე რამაზ გრიგოლის ძე

რ. კიკნაძე 
რ. კ ი კ ნ ა ძ ე. ცენტრალური სპორტული საწყლოსნო კომპლექსი
("ლაგუნა ვერე"), 1978 (ავტორთა ჯგუფთან ერთად), თბილისი.

კიკნაძე რამაზ გრიგოლის ძე (19. II. 1937, თბილისი, – 7. I. 1975, იქვე), არქიტექტორი. დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1961). 1961–73 მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“, ხოლო 1973-იდან „საქქალაქმშენსახპროექტის“ არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – ქორწინების სახლი, (1964); მეტრო „ოქტომბრის“ (ახლანდ. „ნაძალადევი“) მიწისზედა ნაგებობა და ქვედა ვესტიბიული (1966); რესტორანი „მარაბდა“ (1971);ვაჟა-ფშაველას ძეგლი (1973); რესპ. ცენტრ. ავტოვაგზალი (1973); ახალგაზრდა მეცნიერთა კაფე-კლუბი (1974, დაგეგმარება და ინტერიერები; საქ. სსრ ლენინური კომკავშირის პრემია, 1975); ცენტრ. სპორტული საწყლოსნო კომპლექსი (1978); დასასვენებელი სახლი „მზიური“ გაგრაში (1979; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1980). ყველა აღნიშნული ნამუშევარი შესრულებულია საავტორო ჯგუფთან ერთად. კ. საერთაშ. სავაჭრო-სამრეწვ. გამოფენების დროს მონაწილეობას ღებულობდა საქართვ. პავილიონების გაფორმებაში პარიზში (1970), ბაზელში (1971), კაიროში (1972), დას. ბერლინში (1972), პლოვდივში (1973), ლიონში (1974).

თ. გერსამია