კილამურა, კლდის ძირტკბილა (Polypodium), მცენარე ნამდვილი გვიმრების ოჯახიდან. მსოფლიოში ამ გვარის 150 სახეობაა გავრცელებული. საქართველოში 2 სახეობა გვხვდება – კლდის ძირტკბილა (P. vulgare) და სამხრეთის კ. (P. australe). კლდის ძირტკბილას ფოთლები შემოდგომაზე უვითარდება, მაგრამ ზაფხულში ჭკნება. იზრდება ტყის სარტყელში, ღრმა, ტენიან და ჩრდილიან ხეობებში, ხის ტოტებზე, ხავსიან კლდეებზე, ქვებზე. გავრცელების არეალია აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა.
სამხრეთის კ-ს ფოთლები გაზაფხულზე უვითარდება და გვიან შემოდგომამდე რჩება. ფოთლის ფირფიტა მოხაზულობით მეტწილად მოგრძო-ლანცეტაა, მისი სეგმენტები მეტ-ნაკლებად კიდემთლიანია. იზრდება ტყის ყველა სარტყელში, კლდეებზე, ქვებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გ. ნახუცრიშვილი