კილასონია ბესარიონ ნიკოლოზის ძე

კილასონია ბესარიონ ნიკოლოზის ძე (დ. 31. VII. 1946, თბილისი), სასამართლო ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1998). მედ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1998), საქართვ. სასამართლო მედ. ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი (2005). 1970 დაამთავრა თსსი. 1971–79 იყო თსსი-ის პათ. ანატომიის, 1979–98 კი – სასამართლო მედ. კათედრის თანამშრომელი, 1998–2006 – კათედრის გამგე, 2006–21 – თსსუ-ის სასამართლო მედ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 1992–98 – ამავე ინ-ტის სამკურნალო ფაკ-ტის დეკანი, 1998–2003 – პრორექტორი სასწავლო დარგში. 2021-იდან არის თსსუ-ის საპატიო პროფესორი (ემერიტუსი).

კ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი (მ. შ. 3 სახელმძღვანელო და 4 მონოგრაფია), რ-ებიც ეხება პათოლოგიური ანატომიის, სასამართლო მედიცინისა და უმაღლესი განათლების აქტუალურ პრობლემებს.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ.: სასამართლო მედიცინა (სახელმძღვანელო), თბ., 2011; 2020.