კილასონია ლალი ოთარის ასული

კილასონია ლალი ოთარის ასული (დ. 1. I. 1946, თბილისი), რევმატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1989). 1969 დაამთავრა თსსი. 1976–2005 იყო თსსი-ის შინაგან სნეულებათა კათედრის თანამშრომელი; პარალელურად, 1996–2005 – უმაღლესი სკოლა „აიეტის“ შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; 1999–2005 – თბილ. №2 სამკურნ. კომბინატის შინაგანი სნეულებებისა და რევმატოლოგიური დეპარტამენტის, ხოლო 2005–12 –იმუნოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა შპს „მედულას“ რევმატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი. 2012-იდან ხელმძღვანელობს შპს „თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის“ რევმატოლოგიურ დეპარტამენტს.

კ. არის ოსტეოპოროზის ეროვნ. ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2001), ოსტეოპოროზის საერთაშ. საზ-ბა IOF-ის ნამდვილი წევრი და სხვ.

თხზ.: რევმატიზმის იმუნოლოგია, თბ., 1985 (თანაავტ. ვ. ჭუმბურიძე); ოსტეოპოროზი, თბ., 2003.