კილაძე იაგო გურამის ძე (დ. 24. II. 1986, ქ . საჩხერე), სპორტსმენი (კრივი). მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) მიერ აღიარებულია ხუთგზის ინტერკონტინენტურ ჩემპიონად. საქართვ. ნაკრების წევრი (2003). 2007-იდან უკრაინის სახელით იბრძვის პროფესიულ რინგზე. სამგზის ინტერკონტინენტური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2009–10, WBC). 2011 მოიპოვა და ოთხჯერ (2011–12) შეინარჩუნა ინტერკონტინენტური ჩემპიონის ტიტული (WBA). აღიარებულია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს მოკრივედ მძიმე წონაში. პროფესიულ რინგზე ჩაატარა 34 შეხვედრა (27 მოგება, აქედან 19 – ნოკაუტით, 1 ფრე, 6 წაგება).