კილოსანიძე მიხეილ შალვას ძე (დ. 7. I. 1937, თბილისი), მუსიკოსი, პიანისტი, ხმის რეჟისორი. ხელოვნების დამს. მოღვაწე. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1961; თ. ამირეჯიბის საფორტ. კლასი). 1960–93 იყო გრამფირფიტების ჩამწერი რესპ. სტუდია „მელოდიისა“ და თბილ. ჯ. კახიძის სახ. მუს.-კულტ. ცენტრის (1993-იდან) ხმის რეჟისორი.
კ-ის ხმის რეჟისორობით ჩაწერილია მსოფლიო მნიშვნელობის შემსრულებლები, ქართვ. კომპოზიტორები და შემსრულებლები, მუს. კოლექტივები, ქართ. ოპერები, სახელმწ. ანსამბლები. იყო საქართვ. რადიოს „ოქროს ფონდის“ გრამჩანაწერების, აგრეთვე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვრული, დოკუმენტური და მულტიპლიკაციური ფილმების ხმის რეჟისორი. ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით ჩაწერა 300 ქართ. ხალხ. სიმღერა; ა. ერქომაიშვილთან ერთად აღადგინა ხალხ. სიმღერების გამოჩენილ შემსრულებელთა ხმის ჩანაწერები. დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. მუსიკის ყველა სფეროს მონაპოვართა შენახვის, წარმოჩენისა და განვითარების საქმეში.
2017 მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.