კინოაკადემია საქართველოსი

კინოაკადემია საქართველოსი, პროფესიონალ კინოხელოვანთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. აერთიანებს 288 წევრს (2020). მისი მიზანია კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი ინიციატივის სტიმულირება და ხელშეწყობა, აკად. წევრთა პროფ. ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ქართულ კინოში მიმდინარე პროცესების ანალიზი, ქართვ. და საერთაშ. საზ-ბაში ეროვნ. კინოს პრესტიჟის ამაღლება, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული კინომემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და დაცვაზე ზრუნვა. შეიქმნა საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის (1957–2015) ბაზაზე, რ-ის თავ-რეები იყვნენ კინორეჟისორები: ს. დოლიძე (1957–76), ე. შენგელაია (1976–2013) და ზ. ურუშაძე (2013–15). 2015 წ. 1 ოქტომბრიდან, რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილებით, კინემატოგრაფისტთა კავშირს ეწოდა „საქართველოს კინოაკადემია“. პრეზიდენტები: ზ. ურუშაძე (2015–19), რ. ხოტივარი (2019–21), 2022-იდან – კ. ესაძე.