დოსითეოს მიტროპოლიტი, სასულიერო მოღვაწე, 1795 წ. 11 სექტ., აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევისას, ყიზილბაშები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ სას. პირებს. ისტორიამ ვერ შემოგვინახა ყველა წამებულის სახელი, თუმცა მათ შორის კარგადაა ცნობილი დ. მ., რ-მაც არ მიატოვა თავისი სამწყსო.
სხვა დატყვევებულ ღვთისმსახურებთან ერთად დ. მ. მიიყვანეს მტკვრის პირას და მოსთხოვეს რჯულის უარყოფა, მაგრამ ვერანაირი სატანჯველით ვერ გატეხეს. ყიზილბაშები ხელფეხშეკრულ ეკლესიის მსახურთ სათითაოდ ყრიდნენ ადიდებულ მტკვარში. წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისულ დ. მ-ს „სამღვდელმთავრო შეღავათი" მისცეს – ხელფეხშეუკვრელად გადააგდეს მტკვარში.
ქართ. ეკლესიის მიერ დ. მ. შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღეა 12 (25) სექტემბერი.
თ. მარგველაშვილი