კინოს სახლი თბილისისა, კინემატოგრაფისტთა სახლი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირთან 1966–99 არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია. კ. ს-ის ორ დარბაზსა და საგამოფენო სივრცეში ეწყობოდა ფილმების საპრემიერო და საინფორმაციო ჩვენებები, ფესტივალები, უცხოური კინოს კვირეულები, თემატური და პერსონალური რეტროსპექტივები, შემოქმედებითი შეხვედრები, საიუბილეო საღამოები, გამოფენები და სხვ. კ. ს-ის დირექტორები იყვნენ: თ. მიქაძე (1966–70), ლ. ბაქრაძე (1970–73), ზ. რატიანი (1973–76), ს. თუშმალიშვილი (1976–78), გ. ადამაშვილი (1978–91), მ. თაბუკაშვილი (1991–99). 2015-იდან კ. ს. გადაეცა საქართვ. კინოაკადემიას.
მ. კერესელიძე