კინტანა (Quintana), შაბიერ ურტიაგა (დ. 13. X. 1946, ბილბაო, ესპანეთი), ბასკი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და ფილოლოგი, ბასკური ენის სამეფო აკად. აკადემიკოსი (1993) და მდივანი (2002), არაგონის აკად. საპატიო წევრი (2009). 1978 და 1981 წლებში მეცნ. აკად. მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. ბასკურ ენაზე თარგმნა და გამოსცა ნ. ბარათაშვილის (ჟურნ. « «Egǝn», 1984, 1–2) და გ. ტაბიძის (ჟურნ. «Egǝn», 1993, 1) ლექსები. შეასრულა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული თარგმანი (1999). ბასკურ ენაზე თარგმნა ქართული პოეზიის ანთოლოგია.
თხზ.: ზოგი ბასკური და ქართველური სიტყვის მსგავსების შესახებ, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული», ტ. 7, თბ., 1981.
ლ. კელაურაძე