დოსითეოს ქუთათელი (წ ე რ ე თ ე ლ ი) (გ. II. 1820), აფხაზეთის (დას. საქართველო) საკათოლიკოსოს გამგებელი 1792–1814, ქუთ. ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1781– 1820. დ. ქ-ს კათოლიკოსობა უბოძა სოლომონ II-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა. იწოდებოდა – „ყოვლადსამღვდელო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზ და განმგე საკათალიკოსოსი".
დ. ქ. დიდ მზრუნველობას იჩენდა ქუთ. საეპისკოპოსო და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნ. საქმიანობის მიმართ, მხარს უჭერდა ცენტრ. ხელისუფლების გაძლიერებას. 1789 შედიოდა იმერეთის საერო და საეკლ. თავკაცთა ჯგუფში, რ-მაც ერეკლე II-ს წინადადებით მიმართა, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები.
1814 რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა დას. საქართვ. საკათოლიკოსო და უშუალოდ შეუერთა იმპერიის ეკლესიას. 1819, იმერეთის აჯანყების დროს, დ. ქ. რუს. ხელისუფლებამ დააპატიმრა (1820), როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე და რუსეთში გადაასახლა.
დ. ქ. გზაში მოკლეს. დაკრძალულია ანანურის ეკლესიაში.
წყარო: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; იოსელიანი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ა. გაწერელიას გამოც., ტფ., 1936.
ლიტ.: კ ი კ ვ ი ძ ე ა., საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954; ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1954, ნაკვ. 31; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., საქართველოს მეფეები და კათოლიკოსები, თბ., 2010.
ბ. ლომინაძე