კინტრაია ნიკოლოზ პალიკოს ძე

კინტრაია ნიკოლოზ პალიკოს ძე (დ. 10.  V. 1969, თბილისი), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

1993 დაამთავრა თსსი; 1994-იდან მუშაობდა აკად. ა. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედ. და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში; 1998-იდან – თსსუ-ის მეან-გინეკოლოგიის კათედრაზე (2006-იდან კათედრის გამგე); 2015-იდან მოღვაწეობს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

კ. 2006-იდან არის სარეზიდენტო პროგრამის, 2018-იდან კი – თსსუ-ის ამერიკელი დიპლომირებული ექიმების პროგრამა „კლერკშიფის“ დირექტორი (მეანობა-გინეკოლოგია), 2002-იდან – კ. ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი; 2006- იდან – ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი.

კ. არის ავტორი სამეცნ. ნაშრომების (მ. შ. 2 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო), რ-ებიც ეხება მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, ორსულობის დრომდე მიუტანლობას.

თხზ.: სისხლდენა მეანობაში, თბ., 2004; ორსულობის დრომდე მიუტანლობა და ნაადრევი მშობიარობა, თბ., 2008.