კონიაშვილი გრიგოლ ალექსანდრეს ძე

კონიაშვილი გრიგოლ ალექსანდრეს ძე (1850, თბილისი, – 1912-ის შემდეგ, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1910). რუს.-ოსმალეთის (1877–78) ომის მონაწილე. ჯარში ირიცხებოდა 1869-იდან მსახურობდა კავკასიის სამხ. ოლქში. იყო ყუბის 155-ე ქვეითი პოლკის ოფიცერი, შემდეგ – სხვადასხვა ნაწილის უფროსი. 1910 გენერლის წოდებით დაითხოვეს ჯარიდან.

ლ. დოლიძე