კონიო

სარაჯიშვილი XO

კონიო (Conium), მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა, ორწლოვანი ბალახებია. ცნობილია 4 სახეობა, რ-ებიც ველურად იზრდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება დაწინწკლული კ. (C. maculatum). მაღალი (60–180 სმ) ბალახია, ღეროს ქვედა ნაწილი მოწითალო-მურა ლაქებით აქვს დაფარული. იზრდება სარეველებით მდიდარ ადგილებში, ტყისპირებზე, მდინარეთა ნაპირებზე და სხვ. შხამიანია (შეიცავს ალკალოიდ კონიინს).