კინწურაშვილი შალვა სიმონის ძე [9(22). V. 1895, ქუთაისი, – 4. XI. 1978, თბილისი], ექიმ-ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1948). 1930 დაამთავრა თსსი. II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1939–42 იყო თბილ. ფიზიკური კულტურის სახელმწ. ინ-ტის ჰიგიენის, 1948 – თსსი-ის შრომის ჰიგიენის კათედრის გამგე, 1943-იდან – შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტის შრომის ჰიგიენის განყ-ბის გამგე, 1949–52 – ამავე ინ-ტის დირექტორი.
კ. იკვლევდა შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა აქტუალურ საკითხებს; სამრეწვ. და სას.-სამ. წამყვანი დარგების მუშაკთა შრომის პირობების გაუმჯობესების, ავადობის გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების მეთოდური ნორმატივების დადგენის საკითხებს. შეადგინა ჰიგიენის პირველი ქართული სახელმძღვანელო.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: შრომის ჰიგიენა, ზოგადი კურსი, თბ., 1957; შრომის კერძო ჰიგიენა, თბ., 1969.
ლიტ.: ყურაშვილი მ., კვაჭახაძე გ., შალვა კინწურაშვილი, «საბჭოთა მედიცინა», თბ., 1965; Шалва Семионович Кинцурашвили, «Гигиена труда и профессиональные заболивания», 1965, №8.
გ. კვანჭახაძე
მ. ყურაშვილი