კირვალიძე ნოდარ იოსების ძე

კირვალიძე ნოდარ იოსების ძე (1930, სოფ. სხვავა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 18. 12. 1994, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1980). 1953–59 სწავლობდა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტზე.

კ-ის კვლევის სამეცნ. მიმართულებებია: შემეცნების თეორია, კერძოდ, პრაქტიკის როლი შემეცნებაში. გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი: „ჭეშმარიტების საზომის პრობლემა ფილოსოფიაში“ (1978) და „Проблема критерия истины и «советология»“ (1982). ამ უკანასკნელში კრიტიკულადაა გაანალიზებული როგორც ძველი, ისე ახ. დროის სკეპტიკოსების არგუმენტები შემეცნების შესაძლებლობის წინააღმდეგ; კ. ცდილობს ამ არგუმენტების ლოგიკური და ფაქტობრივი უსაფუძვლობის დასაბუთებას და ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტების ძირითადი საზომი არის პრაქტიკა. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „სოვეტოლოგების“ მოსაზრებებს პრაქტიკის კრიტერიუმის წინააღმდეგ და მათ დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან აკრიტიკებს.