კირვალიძე რევაზ ისიდორეს ძე (7. IX. 1928, თბილისი, – 18. X. 1997, იქვე), ნიადაგმცოდნე. სოფ. მეურნ. მეცნ. კანდიდატი (1958), პროფესორი (1990). 1951 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი და სამეცნ.-პედ. მოღვაწეობა განაგრძო ამავე ინ-ტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე. კ-მ გამოიკვლია აღმ. საქართველოს მშრალი სუბტროპ. ზონის ნიადაგები. მუშაობდა ნიადაგის შესწავლის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე. მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა „ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობის სახელმძღვანელო“ (თბ., 1973). კ. მონაწილეობდა საქართველოში პირველი აგროქიმიური კარტოგრამების შედგენასა და ნიადაგმცოდნეთა VIII და IX საერთაშ. კონგრესების მუშაობაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ვ. დოკუჩაევის სახ. მედალი (1983).
თხზ.: საქართველოს ნიადაგები, თბ., 1983 (თანაავტ.); ნიადაგის დაცვის საფუძვლები, თბ., 1984 (თანაავტ.); ნიადაგმცოდნეობის შესწავლის ზოგიერთი ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური ასპექტი, თბ., 1989.