კირიე ელეისონ (კირიეელეისონ; ბერძნ. „უფალო, შეგვიწყალენ“). 1. ლოცვის ამ ბერძნული სიტყვებიდან მომდინარეობს ქართული კრიალოსანი (კრიალესვანი, კრიალესონი), ანუ ასხმული მძივის მარცვლები – იმის სათვლელად, თუ რამდენჯერ წარმოთქვა მლოცველმა „უფალო, შემიწყალე“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაწერა ამავე სახელწოდების საგალობელი.
2. გულის გადასაყოლებელი, თავშესაქცევი ჩასათვლელი მძივი.