კიროვი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ონის მუნიციპალიტეტში, მდ. ჯეჯორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: კ., გულიანთა, ვეზური, ზამთარეთი, თამაგინი, კობეთი, ლეთი, ნადარბაზევი, ნაკრება, ნოგყაუ, საგილზაზი, სტირმასიგი, ქასაგინი, ყევსელთა, მუაჭალა). ზ. დ. 1400 მ. ჯავიდნ 35 კმ.
კ. 1991-მდე შედიოდა ჯავის რ-ნში. საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს 1991 წ. 27 აპრილის დადგენილებით გადაეცა ონის რაიონს.
კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.