კიფერი (Kieffer) როზმარი (30. XII. 1932, ლუქსემბურგი, – 18. IV. 1994), ფრანგი ქართველოლოგი, მწერალი. დოქტორი (1958). პროფ. (1965). დაამთავრა სორბონის უნ-ტის ფრანგული ფილოლ. ფაკ-ტი (1955). ქართ. ლიტ-რით დაინტერესდა XX ს. 70-იან წლებში. შეისწავლა ქართ. ენა, ორჯერ ჩამოვიდა თბილისში, კონტაქტი დაამყარა ქართვ. მწერლებთან და მეცნიერებთან; საზღვარგარეთ კითხულობდა ლექციებს ქართ. კულტურისა და ლიტ-რის საკითხებზე. უცხოურ პრესაში აქვეყნებდა საყურადღებო სტატიებსა და რეცენზიებს. აღსანიშნავია მისი სტატიები: „შოთა რუსთაველი აღმოსავლური რენესანსის გარიჟრაჟზე“, „ქართული კლასიკური და თანამედროვე პოეზია“, «კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ შესახებ», „კულტურული ურთიერთობანი საქართველოსა და საფრანგეთს შორის“, „ნიკო ფიროსმანი“, „ანა კალანდაძის პოეზია“ და სხვ. ასევე წერდა სტატიებს ქართვ. მეცნიერებზე. კ. თარგმნიდა ქართვ. პოეტების ლექსებს.
ს. თურნავა