კიღურაძე ომარ დავითის ძე

კიღურაძე ომარ დავითის ძე (დ. 1. VIII. 1939, თბილისი), ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1993). 1963 დაამთავრა სპი-ის (1990-იდან სტუ) ენერგეტიკის ფაკ-ტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის სპეციალობით. 1963–65 მუშაობდა რუსთავის მეტალ. ქ-ნის თბოელექტროცენტრალის საქვაბე საამქროში ოპერატორად, სპეც. საკონსტრუქტორო გამშვებ-გამმართველი ბიუროს ენერგეტიკის განყ-ბის უფროსად; 1966–68 – ლენინგრადის (ამჟანად სანქტ-პეტერბურგი) მეტროლოგიის საკავშ. სამეცნ. ინ-ტის თბილ. ფილიალის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად. 1971–97 ეწეოდა პედ. საქმიანობას სპი-ის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკის კათედრაზე. 2007–08 ხელმძღვანელობდა თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დეპარტამენტს, პარალელურად არის საწვავი აირის აღრიცხვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი თბილ. თბოელექტროცენტრალში.

კ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა: ენერგოდამზოგავი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები; ენერგოეფექტური შენობები; საინჟინრო ექსპერიმენტის თეორია; ტექნოლ. გაზომვები და ხელსაწყოები; თბოსაიზოლაციო მასალების თბოფიზიკური თვისებები; სამშ. თბოფიზიკა და სხვ.

თხზ.: თბოტექნიკური გაზომვები და ხელსაწყოები, თბ., 2013.