კიჭკიჭა

კიჭკიჭა

კიჭკიჭა (Crepis), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ-ან მრავალწლოვანი ბალახია. ცნობილია 200-მდე სახეობა, რ-ებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდ. ამერიკასა და აფრიკაში.

საქართველოში 12-მდე სახეობაა, მ. შ. 2 კავკასიის ენდემია. იზრდება ბუჩქნარში, ტყის პირებზე, დეკიანებში, სუბალპურ ტანბრეცილ ტყეში, ალპურ მდელოზე და სხვა. ზოგ სახეობას საქონელი ეტანება. Crepis ciliata-ს მიწისზედა ნაწილები შეიცავს კაუჩუკს.