კლადონია

კლადონია

კლადონია (Cladonia), მღიერების გვარი. აქვს ორგვარი თალუსი: პირველადი – ჰორიზონტალური (ქაფისებრი ან ქერქლისებრი) და მეორეული – ვერტიკალური (აღმოცენდება პირველადისაგან სადგისისებრი, რქისებრი ან დაბუჩქული გამონაზარდების – პოდეციუმების სახით). ცნობილია 300-მდე სახეობა. სახლობენ ძირითადად ნიადაგზე, ტყეში (მეტწილად ფიჭვნარში), ტუნდრასა და ჭაობში. ზოგი სახეობა ჩრდ. ირმის საკვებია, ზოგი უსნინის მჟავას შეიცავს და სამკურნალოდ იყენებენ.