დოშაყე

დოშაყე, სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის ვაკეზე, მდ. ცივის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ზემოთში. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ლეჟვანიე, ლექობალე). ზ. დ. 320 მ, მარტვილიდან 28 კმ. 494 მცხ. (2002).

სოფელში არის დ-ის გამოქვაბული, რ-იც აქედან გამომავალ ნაკადულს შეუქმნია. შესასვლელი ქვითკირითაა ამოშენებულ-გამაგრებული და სახიზარს წარმოადგენს.

გამოქვაბულში მიკვლეულია ადამიანის ცხოვრების დამადასტურებელი მდიდარი კულტ. ფენა (კერამ. ჭურჭლის ნატეხები, ქვის ტლანქი იარაღი და სხვ.).

ლიტ.: ე ლ ი ა ვ ა  გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი, თბ., 1971.