კლაპიტონიშვილი პეტრე ალექსანდრეს ძე (1800, სტამბოლი, – გ. წ. უცნობია), პირველი ქართველი ექიმი, რ-მაც რუსეთში მიიღო უმაღლესი სამედ. განათლება; ერეკლე II-ის კარის ექიმის შვილი.
1822 დაამთავრა პეტერბურგის სამედ.-ქირურგ. აკადემია და მუშაობა დაიწყო კარის ექიმად იმჟამად რუსეთში მყოფ დედოფალ მარიამთან. 1828-იდან ელიზავეტპოლის (ახლანდ. განჯა), 1832-იდან კი გორის მაზრის ექიმი იყო; 1836–43 მუშაობდა ბაქოსა და ნუხაში.
კ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. სამედ. ლიტ-რის განვითარებაში; პეტერბურგში ქართ. ენაზე 3 ნაწილად გამოსცა სამედ. დარიგებანი, რ-იც შემდეგ რუს. ენაზეც დაიბეჭდა; შეადგინა და მოსკოვში ქართ. ენაზე გამოსცა მოკლე კარაბადინი; მასვე ეკუთვნის ვრცელი ანგარიშები ინფექციურ სნეულებათა (შავი ჭირი, ქოლერა და სხვ.) ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, კლინიკის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.
თხზ.: მოკლე კარაბადინი დარიგებისა თUს ერისა, მისთჳს თუ ვითარი ღონის ძიება იხმარონ ჟამსა დაშხამვისა და კბენისასა ყოველთა რიგთა შხამიანთა და ცოფიანთა ცხოველთაგან, მ., 1826; მოკლე კარაბადინი დარიგებისა თჳს ერისა, მისთჳს რაგვარის ღონის ძიებითაც უნდა ეცადნენ და მოაბრუნონ მდინარიდამ გამოღებული კაცი, მ., 1826.
მ. შენგელია