კლარჯული

კლარჯული

კლარჯული, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია დას. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში – გურიასა და აჭარაში. ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანია. ყურძენს (მწიფს ოქტომბერში) აქვს საუკეთესო საგემოვნო თვისებები. მტევანი ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, მარცვალი – მომწვანო-მოყვითალო; კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებულ აბორიგენულ ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.

რ. რამიშვილი