„კლდე“

„კლდე“, ქართული ყოველდღიური გაზეთი, დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიულიპარტიის ორგანო; გამოდიოდა თბილისში 1918–20. რედ. – გ. ვეშაპელი, გამომცემელი – დამოუკიდებელი ეროვნ.-დემოკრ. პარტიის მთ. კომიტეტი და საპარლამენტო ფრაქცია. გაზეთის პირველ ნომერში დაიბეჭდა მასალები ეროვნ.-დემოკრ. პარტიის გაყოფის შესახებ. 1919 გაზეთი გამოდიოდა თავდაპირველად „სალი კლდის“, შემდეგ კი „პიტალო კლდის“ სახელწოდებით.