კლდებოძალი

კლდებოძალი, უკივლეთა, კლდოვანი მთა ონის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის სამხრ. განშტოებაზე, მდინარეების – ჯეჯორისა და ქვედრულის წყალგამყოფზე. სიმაღლე 2212 მ. აგებულია ცარცული კირქვებით. შემოსილია სუბალპ. მდელოებით. კ-ის ჩრდ. კალთიდან ჩამოსულმა კლდეზვავმა 1896 შეაგუბა მდ. ქვედრულა და შეიქმნა ქვედის ტბა.

ლ. მარუაშვილი