კლდეკარი, მწვერვალი და ვიწრო გასასვლელი კასპისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედის შუა მონაკვეთის თხემზე, მდ-ების – თეძმისა და ალგეთის წყალგამყოფზე, მანგლისის ჩრდ.-დას-ით 12 კმ-ზე, ზ. დ. დაახლ. 2000 მ სიმაღლეზე. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფბრექჩიებით. კ-ის მიდამოები შემოსილია ალპ. და შერეული ტყით. ქედის თხემზე შემორჩენილია კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები.
ლ. მარუაშვილი