კლდუ

 

კლდუ, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ქარელის მუნიციპალიტეტში (კეხიჯვრის თემი), თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში. ზ. დ. 900  მ, ქარელიდან 8 კმ. 20 მცხ. (2014).

სოფელი პირველად მოიხსენიება XVIII ს-ში ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ ძამის ხეობის სოფელთა ნუსხაში. დღევანდელ სოფლის ტერიტორიაზე სამი ეკლესიის ნანგრევებია (თითქმის საძირკვლამდე). სოფელში მცხოვრებ გ. ვანიშვილის ეზოში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, მ. შ. ნაცრისფრად გამომწვარი ჭურჭლის ნატეხები. გამოწვის ტექნიკისა და ორნამენტაციის მიხედვით ისინი, ზოგადად, გვიან ბრინჯაო – ადრე რკინის ხანას მიეკუთვნება.

თ. ტატიშვილი