კლიმიაშვილი ზაქარია მიხეილის ძე

კლიმიაშვილი ზაქარია მიხეილის ძე (1 (13). VIII. 1881, სოფ. რუისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 20. VIII. 1934, თბილისი), პედაგოგი, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი. 1910 დაამთავრა ოდესის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად. 1915-იდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის თელავის განყ-ბის წევრი. ასწავლიდა ისტორიას და ლათინურ ენას თელავის ვაჟთა გიმნაზიაში, 1918–20 იყო ამავე გიმნაზიის დირექტორი. 1920-იდან მუშაობდა თბილისში, განათლების სამინისტროს ინსტრუქტორად. კ-მა შეადგინა სახელმძღვანელოები: საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია (1927–44), სსრ კავშირის გეოგრაფია (1929), კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია (1932).

ლიტ.: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ავტორ-შემდგენლები: კ. ხარაძე, შ. ჯავახიშვილი, თბ., 2003.

გ. გოგუა

თ. თამარაშვილი