კლიმოვი გიორგი ანდრიას ძე

გ. კლიმოვი

კლიმოვი გიორგი ანდრიას ძე (20. X. 1928, ლენინგრადი, – 5. V. 1997, მოსკოვი), რუსი ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1970). დაამთავრა ლენინგრადის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისში არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით, სადაც დაეუფლა ქართულ ენას, შეისწავლა მეგრული, ლაზური, სვანური. ამ ენათა მასალას წარმატებით იყენებდა არა მარტო ქართველოლოგიურ ძიებებში, არამედ ზოგადენათმეცნ. კვლევაშიც. მსოფლიო ენათმეცნ. ყურადღების ცენტრში მოექცა მისი სამეცნ. შრომები – ისტ.-შედარებითი, ენათმეცნ. თეორიისა და პრაქტიკის, აქტიური და ერგატიული კონსტრუქციების საკითხებზე. ქართველოლოგიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი მონოგრაფიები: ,,Склонение в картвельских языках в сравнительно историческом аспекте“ (1962); ,,Этимологический словарь картвельских языков“ (1964); ,,Кавказские языки“ (1965).

თხზ.: Очерк общей теории эргативности, М., 1973; Типология языков активного строя М., 1977; Введение в кавказское языкознание, М., 1986; Основы лингвистической компаративистики, М., 1990; Древнейшие индоевропеизмы картвельских языков, М., 1994.

ზ. სარჯველაძე