კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, პ. სარაჯიშვილის სახელობისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსი, დაარსდა 1958. 1984-იდან ატარებს მისი დამაარსებლის და პირველი დირექტორის (1958–84) აკად. პ. სარაჯიშვილის სახელს. 1990–2011 ეწოდა პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინ-ტი; 2011-იდან დღემდე არის პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტი, რ-იც წარმოადგენს საქართველოში წამყვან კლინიკურ და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. 1984-89 ინ-ტს სათავეში ედგა საქართველოს მედ. მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი – ვ. გაბაშვილი. 1989-იდან ინ-ტს ხელმძღვანელობს აკად. რ. შაქარიშვილი.
ინ-ტის სამეცნ. კვლევის პროფილია ანგიონევროლოგია, ეპილეფტოლოგია, ნეირომიოლოგია, გერონტონევროლოგია, ნერვული სისტემის ანთებითი და დეგენერაციული პათოლოგია. ექსპერ. ნევროლოგიის მიმართულებით ფართო საერთაშ. აღიარება მოიპოვა ნეიროფიზიოლოგიაში, ნეიროქიმიასა და ნეირომოირფოლოგიაში შესრულებულმა ნოვატორულმა კვლევებმა. ინ-ტის ექსპერ. ნევროლოგიის განყ-ბა (აკად. ვ. ოკუჯავა) 1980–90 წარმოადგენდა სსრკ-ის კოსმოსური კვლევების საბაზო, ლაბორატორიულ კომპლექსს.
ინ-ტი აღიარებულია ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WSO) ცერებროვასკულური პათოლოგიის კვლევის საერთაშ. რეგიონულ ცენტრად. მისი თაოსნობით, რეგულარულად (3 წელიწადში ერთხელ), თბილისში იმართება ფართო წარმომადგენლობის „ინსულტის საერთაშორისო კონფერენციები“.
1988 ინ-ტის ავტორთა კოლექტივს (პ. სარაჯიშვილი, თ. გელაძე, ვ. გაბაშვილი, ო. სიგუა, ს. ჩხენკელი, შ. ბიბილეიშვილი) ნაშრომთა ციკლისთვის ეპილეფტოლოგიაში, ხოლო 2010 რ. შაქარიშვილსა და ა. ცისკარიძეს ანგიონევროლოგიაში შესრულებული ნაშრომისთვის მიენიჭათ საქართვ. სახელმწ. პრემია.
ინ-ტის კლინიკურ ბაზაზე ფუნქციონირებს თსუ-ის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრა. ინ-ტმა ნეირომეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის დააფუძნა პ. სარაჯიშვილის სახ. სამეცნ. პრემია.
ინ-ტმა დააარსა პ. სარაჯიშვილის სახ. სამეცნ. პრემია – ნეირომეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, რ-საც ანიჭებს საქართვ. ნევროლოგთა საბჭო.