კლინიკური საავადმყოფო, სტაციონარის გარკვეული ტიპი, რომლის ბაზაზე ფუნქციონირებს სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები. კ. ს-ში ტარდებოდა პრაქტ. მეცადინეობები, სადაც სტუდენტები ეცნობოდნენ ამა თუ იმ საგნის საფუძვლებს და ეუფლებოდნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ამჟამად ასეთ სტაციონარში ავადმყოფის მკურნალობასთან ერთად მიმდინარეობს სამეცნ.-კვლ. და სასწ.-აღმზრდელობითი საქმიანობა. ასეთი სტაციონარებია შპს „აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“; შპს „ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა“; შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გ. ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა“; სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა“ და სხვ.