კლირინგი (ინგლ. – clearing< clear – გაწმენდა, ნათელყოფა), ანგარიშსწორება ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლების გზით. როგორც წესი, საკლირინგო სისტემები ეყრდნობა უნაღდო ანგარიშსწორებას და გამოიყენება ორგანიზებულ ბაზრებსა და საერთაშ. ვაჭრობაში (იხ. აგრეთვე სტ. ფინანსური ანგარიშსწორება).