კლიჯიანი სოსო ნიკოლოზის ძე (სოს სოსიანი) (27. I. 1928, თბილისი, – 2. I. 2008, იქვე), სომეხი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1984). სომხეთის დამს. არტისტი. კ-მა სასცენო მოღვაწეობა თბილ. ს. შაუმიანის სახ. სომხურ სახელმწ. თეატრში დაიწყო (1950), მალევე მოიპოვა პოპულარობა და თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა. 1955 „სომხური ფილმის“ მიწვევით კ. საცხოვრებლად გადავიდა სომხეთში, სადაც გადაიღეს კინოფილმებში „მოჩვენებები მწვერვალებს ტოვებენ“ (რეჟ. გ. მალიანი) და „ადრესატის ძიებაში“ (რეჟ. რ. სარქისიანი). 1971 კ. დაბრუნდა თბილ. სომხურ თეატრში, სადაც შეასრულა 100-ზე მეტი როლი: რუსტამი, სეირანი (შირვანზადეს „ნამუსი“), პეპო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ელიზბაროვი (შირვანზადეს „ღირსების გამო“), კამო (ა. ბარსეგიანის „კამო“), არშაკ II (პ. ზეიტუნიანის „არშაკ II“), ლიმონა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვ. კ. გამოირჩეოდა შესრულების ფართო დიაპაზონით და სცენური მომხიბვლელობით.