კობალაძე იური გიორგის ძე

კობალაძე იური გიორგის ძე (დ. 22. I. 1949, თბილისი), რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალ-მაიორი (1995), პუბლიცისტი, პროფესორი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშ. ურთიერთობების ინ-ტის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1972), 1977–84 მუშაობდა ლონდონში სახელმწ. ტელე-რადიო მიმომხილველად; 1984–91 – სახელმწ. უშიშროების კომიტეტის ცენტრ. აპარატში, საგარეო დაზვერვის პირველ მთავარ სამმართველოში. 1991–99 იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს უფროსი; 1999–2000 – ИТАР-ТАСС-ის გენ. დირექტორის პირველი მოადგილე; 2006-იდან – რადიოარხ ,,Эхо Москвы“-ზე გადაცემა ,,В круге света“-ს თანაწამყვანი; 2007–10 – კომპანია X5 Retail Group-ის აღმას. დირექტორი კორპორაციულ საკითხებში; 2010–12 – ამავე კომპანიის გამგეობის თავ-რის მრჩეველი; 2012-იდან – შვეიცარიის საინვესტიციო ბანკ UBS-ის კონსულტანტი. ამჟამად კ. საგარეო დაზვერვის სამსახურის გადამდგარი გენერალია. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.

მ. გოგიტიძე