კობალაძე იუსუფ ომერის ძე

ი. კობალაძე
ი. კ ო ბ ა ლ ა ძ ე ოიდიპოსის
როლში. სოფოკლეს
"ოიდიპოს მეფე"

კობალაძე იუსუფ ომერის ძე (25. V. 1906, სოფ. ხუცუბანი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ‒ 31. I. 1981, ბათუმი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1955). 1932–35 სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში (ხელმძღვ. ს. ახმეტელი). მონაწილეობდა ამავე თეატრის სპექტაკლებში. 1937- იდან იყო ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. დრამ. თეატრის მსახიობი. კ-ს განსახიერებული აქვს 100-ზე მეტი როლი: არსენა (ს. შანშიაშვილის ,,არსენა“); გელა (ა. წერეთლის ,,პატარა კახი“); ბახა (ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი“); გიჟუა (ა. ცაგარლის ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“); ოტელო (უ. შექსპირის ,,ოტელო“); ურიელი (კ. გუცკოვის ,,ურიელ აკოსტა“); გოჩა (ა. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“) და სხვ. მსახიობს განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ოიდიპოსის (სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფე“) როლში; კ. გადაღებულია ფილმებში: ,,ბაში-აჩუკი“ (ჩოლოყაშვილი; რეჟ. ლ. ესაკია, 1965;); ,,ორი ოჯახი“ (ვახტანგ ყიფიანი; რეჟ. დ. კანდელაკი, 1958); „მანანა“ (ადმირალი; რეჟ-ები ზ. გუდავაძე, შ. მარტიაშვილი, 1958) და სხვ. მსახიობი გამოირჩეოდა იშვიათი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტითა და მდიდარი არტისტული მონაცემებით. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.