კობალაძე სერგო გიორგის ძე

ს. კობალაძე

კობალაძე სერგო გიორგის ძე [14. IX. 1915, ქ. ოზურგეთი, – 7. IV. 1988, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1980). 1939 დაამთავრა თსსი. 1943–52 იყო საქართვ. მედ. მუშაკთა პროფკავშირის რესპ. კომიტეტის თავ-რე, 1952–53 – თბილ. ვაქცინებისა და შრატების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის, ხოლო 1953–54 – თსსი-ის რექტორი, 1965-იდან – ამავე ინ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე. 1972-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. სსრ მეცნ. აკად. კლინიკური და ექსპერ. ფარმაკოთერაპიის განყ-ბას. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45).

კ. იკვლევდა სამკურნალო საშუალებათა ეფექტურობის დადგენის, რაციონალური დოზირების შემუშავებისა და მოქმედების ფარმაკოლოგიური ანალიზის გზებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ახალი სამკურნალო საშუალებები, თბ., 1960.