კობახიძე შალვა არტემის ძე

კობახიძე შალვა არტემის ძე (13. 10. 1913, სოფ. როდინაული, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 11. 03. 2005, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოს. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1975). დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტი (1950). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში – თავდაპირველად ფილოსოფიის კათედრაზე, შემდეგ – პოლიტოლოგიის ინ-ტში.

თხზ.: მატერიალისტური დიალექტიკის ძირითადი კანონები, თბ., 1980; თავისუფლება ნამდვილი და მოჩვენებითი, თბ., 1987; Некоторые проблемы категории закона и источника развития, Тб., 1977.