კობერიძე ნოდარ

კობერიძე ნოდარ (5. VII. 1950, თბილისი, – 3. XI. 2022), მწერალი, პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1975–77 მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში; 1978–79 – მე-18 პროფ-ტექნიკუმში. არის ავტორი რომანებისა: „თეთრი ღიმილი“ (1986), „რომ გაიმარჯვო ერეტიკოსი უნდა იყო“ (1988); „მეორე ფორმა“ (2000); „აღდგომის ღამე ქაიროში, მამლუქთა სასაფლაოზე“ (2010). ასევე მოთხრობათა კრებულების – „ჟოკეის ბედის ნებიერი“ (1987) და „წყალდიდობა“ (1990). 2007 გამოიცა მისი ნოველათა კრებული „ორი გოლგოთა“. 2009 – კრებული „ლახტის წრეში“. არის ავტორი პუბლიცისტური ნაშრომების („ბედისწერა საქართველოსი“, 1992; „ვინც მახვილს აიღებს“, 1995). იყო გაზ. „ქართული ფეხბურთის“ რედაქტორი; ასევე თ. რედაქტორი გაზეთებისა „თემი“ (1993), „სარანგი“ (1994), გაზ. „მესამე ათასწლეულის“ მთ. რედაქტორი და გამომცემელი (2000); იყო საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1991), საზ. „ტაო-კლარჯეთის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1998).

მიღებული აქვს სახელობითი პრემიები: ნიკო ნიკოლაძის (2010). ნიკო ლორთქიფანიძის (2013), დავით აღმაშენებლის (2013), ილია ჭავჭავაძის (2015).