„კობი“, სამკურნალო და სუფრის ჰიდროკარბონატული მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს სოფ. კობში (ზ. დ. 2400 მ). აქვე ხდება წყლის ჩამოსხმა (იხ. „ნატურალური მინერალური წყალი კობის ჩამომსხმელი ქარხანა“ შპს). მაღალხარისხოვანი გაზირებული მინერ. წყალი თავისი მიკრობიოლოგიური და ქიმ. შედგენილობით მთლიანად აკმაყოფილებს არა მარტო ქართ., არამედ ევრ. და ამერიკის სტანდარტებსაც. მინერ. წყალი ცივია (20 ⁰C), გამოირჩევა დაბალანსებული მინერალიზაციით (1,4‒2,4 გ/ლ), ნატრიუმისა და კალციუმის ოპტიმალური შემცველობით. მდიდარია ნახშირმჟავა იონებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ძვალსახსროვანი სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და სისხლის მიმოქცევას.