კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე

კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე (18. IV. 1852, ჭიათურა, – 21. X. 1918, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1910). დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის კადეტთა კორპუსი (1875), მიხეილის საარტილერიო აკადემია (1883). მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. 1902 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1906–09 იყო ლუგანსკის სავაზნე ქ-ნის, ხოლო 1909–13 – იჟევსკის იარაღის ქ-ნის სახელოსნოების უფროსი. 1913-იდან თადარიგში გავიდა. 1918-იდან მსახურობდა ქართულ ჯარში, იყო სამხ. სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსი. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის II და III ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია თბილისში – წმ. ბარბარეს ეკლესიის ეზოში.

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

მ. გოგიტიძე