კობიაშვილი ნიკოლოზ გრიგოლის ძე (1822, ქუთაისი, – 1880- ის შემდეგ), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1868). 1854–56 მსახურობდა ერევნის კარაბინერთა პოლკში, 1856–68 მეთაურობდა ბაქოს 153-ე ქვეით პოლკს. 1858 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. 1872–76 მსახურობდა ალექსანდროპოლის კომენდანტად და სამხ. ჰოსპიტლის უფროსად. 1877-იდან იმყოფებოდა კავკასიის არმიის რეზერვში. დაჯილდოებულია წმ. ანას I ხარისხის ორდენითა და ოქროს იარაღით.
ლიტ.: Гогитидзе М., Грузинский генералитет, Киев, 2001.
მ. გოგიტიძე