კობიძე დავით ივანეს ძე

დ. კობიძე

კობიძე დავით ივანეს ძე [11. IX (24. IX). 1906, სოფ. შუა ამაღლება, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 14. VIII. 1981, თბილისი], აღმოსავლეთმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კ. (1979). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1949). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1933 დაამთავრა თსუ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1953-იდან იყო თსუ-ის ირან. ფილოლ. კათედრის გამგე. იკვლევდა სპარს. ენისა და ლიტ. ისტორიის, კლასიკური და აღორძინების ხანის ქართ.-სპარს. ლიტ. ურთიერთობისა და ქართ. და სპარს. პოეტიკის საკითხებს. თარგმნა საადის ,,ბუსთანი“ და ,,გოლესთანი“. ავტორია სპარს. ლიტ-რის ქრესტომათიისა (ტ. 1–2. 1963–67). 1976 მიენიჭა ი. ჯავახიშვილის სახ. პრემია.

თხზ.: ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 1–3, თბ., 1959–78; აბდ-ორ-რაჰმან ჯამი, თბ., 1966; ,,შაჰ ნამეს“ ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები, [ტ.] 3 – გამოკვლევა და ლექსიკონი, თბ., 1974; სპარსული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1975; Иранская филология в Грузии, Тб., 1971.

ლიტ.: დავით კობიძე 100. საიუბილეო კრებული, მიძღვნილი დავით კობიძის დაბადების 100 წლისთავისადმი, თბ., 2008.

მ. შონია