კობლოვი სერგეი კონსტანტინეს ძე

კობლოვი სერგეი კონსტანტინეს ძე [22.XI. 1915, სოფ. კობი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, – 17. VI. 1954, ქ. ორჯონიკიძე (ახლანდ. ვლადიკავკაზი)], საბჭოთა კავშირის გმირი (14. II. 1943), გვარდიის პოდპოლკოვნიკი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა ბელარუსში, ბალტიისპირეთში, ჩრდ. კავკასიაში და ორიოლ/კურსკთან. ჩამოაგდო მტრის 9 თვითმფრინავი, რისთვისაც გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და სხვ. სახელმწ. ჯილდოებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი